აღწერილობა
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორც-პროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე საგურამოში. ლოკაცია: საგურამო; სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე; ფოტოსურათი: აუცილებელია; ანაზღაურება: ფიქსირებული - 900 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე;
