აღწერილობა
თბილისში ახალი მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში სამუშაოდ! "მოზაიკა" არის დიდი, სტაბილურად მზარდი, "სახლთან ახლოს" ფორმატის მაღაზიების საცალო ქსელი. ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს პროდუქტებს, რომლებიც ყველა ოჯახს სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქ ნახავთ სახის, ტანისა და თმის მოვლის კოსმეტიკას, პოპულარულ და მოდურ სუნამოებს, დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდებს ინდივიდუალური და უნიკალური იმიჯის შესაქმნელად, ასევე "მოზაიკის" ასორტიმენტში არის საწმენდი და სარეცხი საშუალებების უზარმაზარი არჩევანი, სახლში სისუფთავისა და კომფორტის შესანარჩუნებელი საქონელი, ჰიგიენური საშუალებები. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ ჩვენს ასორტიმენტს და ვახარებთ ჩვენს მომხმარებლებს სიახლეებით. მოზაიკას მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარე -კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში. იმუშავეთ ლამაზ, კომფორტულ და თანამედროვე მაღაზიათა ქსელში. ასევე განვიხილავთ სტუდენტების დასაქმებასაც. ხელფასი 1400-1800 ლარია (საშემოსავლოს გადასახადის გამოკლებამდე)
