აღწერილობა
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ახალციხის ფილიალში (რუსთაველის 97) სამუშაო პირობები: ✍ სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00/15:00-24:00 ✍ დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით ✍ ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი
