მოლარე-კონსულტანტი - დადიანი, გლდანი, ვარკეთილი - " მადარტი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000 - 1300 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!


პროფილის ინფორმაცია

უნარები

✓ 🏅 პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; 🏅 ეფექტური კომუნიკაციის უნარს; 🏅 დროის მართვის უნარი; 🏅 სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი.

განათლება

ჩვენ ასევე გთავაზობთ: 🌘 ჯანმრთელობის დაზღვევას; 🌘 Fitpass-ით სარგებლობას; 🌘 პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; 🌘 უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000 - 1300 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია; 🌚 მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით; 🌚 მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით; 🌚 სალაროსთან მუშაობა; 🌚 მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი; 🌚 მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა; 🌚 სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა; 🌚 მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა; 🌚 უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.