აღწერილობა
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. "აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში. მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი: ქ. თბილისი ✍ ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა" ✍ ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო" ✍ აღმაშენებლის გამზ. მაღაზია "კორსო იტალია" ✍ სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო" ✍ სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა" ✍ სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" ✍ სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი" ✍ სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" ✍ სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" - რუსთაველის გამზ. ✍ მაღაზია "აი სი არ ფეხსაცმელი" ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
