აღწერილობა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. ამჯერად, "თეგეტას" შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" Mazda-ს ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: ✍ მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა; ✍ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება; ✍ საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა; ✍ სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა; ✍ სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; ✍ სალაროს წიგნის წარმოება.
