აღწერილობა
საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე: 1. მოლარე-ოპერატორი სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე. ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი ჩვენი შემოთავაზებაა: ✍ კომფორტული სამუშაო გარემო; ✍ კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა. ჩვენი ბენეფიტი: ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ✍ ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ✍ სასურველია ძვირფასი ლითონების შეფასების სერტიფიკატი; ✍ საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა; ✍ ნაღდი ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება; ✍ სალარო აპარატთან მუშაობა; ✍ სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; ✍ სალაროს წიგნის წარმოება; ✍ ნაღდი ფულის დათვლა, სალაროს ნაშთის შედარება, სალაროს ნაშთის განულება/დახურვა, დღიური საბუთების დალაგება და დაარქივება; ✍ ძვირფასი ლითონების შეფასება; პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: ✍ თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი; ✍ დისციპლინირებული და პუნქტუალური; ✍ გუნდურად მუშაობის უნარი; ✍ დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი; ✍ სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
