აღწერილობა
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება. კომპანია "ოტო მოტორსი" თბილისი მოლში მდებარე ბრენდ მაღაზიისათვის, სადაც წარმოდგენილია ავტოკომეტიკა და ავტოაქსესუარები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- გაყიდვების ოპერატორი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება) სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე ანაზღაურება: 1000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე) სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ
