მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000-1500
დარეკე ახლა

აღწერილობა

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერის პოზიციაზე.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Excel

განათლება

ძირითადი მოთხოვნები: 🌘 Excel - ცოდნა; 🌘 ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000-1500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 მომსახურების მონიტორინგის - მომხმარებლის (ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ჩაბარებულ პროდუქციაზე - ტექნიკის შოურუმის, ონლაინ გაყიდვებისა და სერვისის მომხმარებლები) გამოცდილების სატელეფონო კვლევის განხორციელება წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით; 🌚 მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, შუალედური და საბოლოო რეპორტების მომზადება; 🌚 საანგარიშო თვის ბოლოს ხელმძღვანელისათვის სრული რეპორტის წარდგენა (იხ.რეპორტის ფორმა); 🌚 ქოლ-ცენტრის ოპერატორების, სერვის-ცენტრის კოორდინატორების, საწყობის დისპეჩერის, მიწოდების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის განხორციელება: 🌚 თითოეული ოპერატორის, კოორდინატორის, საწყობის დისპეჩერის და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის Random 10 ზარი თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში; 🌚 ონლაინ გაყიდვების სპეციალისტების Random 10 მიმოწერა თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში; 🌚 ზარების შეფასება როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური პარამეტრების მიხედვით - ქოლ-ცენტრის ეფექტიანობისა და ხარისხის შესაფასებელი ინდიკატორების მეშვეობით. (იხ. შეფასების ფორმა); 🌚 მიღებული შედეგების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში და ხელმძღვანელისათვის წარდგენა 🌚 მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის მოკვლევა. ინფორმაციის შეგროვება და დეტალური ადმინისტრირება საკითხის შესახებ შესაბამის განყოფილებასთან. საბოლოო უკუკავშირის დაბრუნება მომხმარებლისათვის.