აღწერილობა
კომპანია "IZI BOX"-ი აცხადებს ვაკანსიას მოტოკურიერის პოზიციაზე (როგორც საკუთარი მოტოთი, ასევე კომპანიის ტრანსპორტით) ქალაქ თბილისში. "IZI BOX" ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონალურ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს. "IZI BOX" ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე. უფრო დეტალურად - https://izibox.ge/ თვიური ანაზღაურება: 2500-დან 3000 ლარამდე შემოუერთდი ჩვენი კურიერების გუნდს, აირჩიე შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა და მოირგე დრო საკუთარ თავზე. ჩვენთან მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით შეგიძლია განსაზღვრო. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (დამატებითი სამუშაო დღეები შეთანხმებით) სამუშაო ადგილი: თბილისი
