აღწერილობა
Wilbour Holding-ის გუნდი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ახალ ობიექტს ხსნის - Brod Bakery. ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა. 2025 წლის გაზაფხულზე კი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გაიხსნა სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod. ამჟამად Brod Bakery-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მცხობელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 8-საათიანი ცვლები (დღის და ღამის) თვიური ანაზღაურება: 1800 ლარი
