მძღოლი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1500-2000
დარეკე ახლა

აღწერილობა

ააიპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის მძღოლის პოზიციის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვთა და პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრის სერვისი. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 - 16.30 სთ-მდე. დღის ცენტრის მოსახურების პროგრამა გულისხმობს: შშმ ბენეფიციარების ტრანსპორტირებას სახლიდან ცენტრამდე და, მაქსიმუმ 6 საათიან და მინიმუმ 3 საათიან მომსახურებას ცენტრში, კვების ორგანიზებას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას ბენეფიცართა უნარების გასაუმჯობესებლად. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღეა, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა; ძირითადი მოვალეობები: ✍ დღის ცენტრის ბენეფიციარების მოყვანა საცხოვრებელი ადგილიდან დღის ცენტრში, არაუგვიანეს 11 საათი და შემდგომ უკან დაბრუნება სახლებში, გაყვანა 17 საათიდან; ✍ ორგანიზაციის საჭიროებებზე ზრუნვა დღის განმავლობაში და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებას.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

მობილიზებული
გულისხმიერი
ყურადღებიანი

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 მძღოლი უნდა ფლობდეს D კატეგორიის მართვის მოწმობას; 🌘 სამსახურში აყვანის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100, ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1500-2000

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

გეოგრაფიული დაფარვა: 🌚 დღის ცენტრი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას მეტროსთან; 🌚 მარშრუტი : ვარკეთილი, საბურთალო, ნუცუბიძე. სხვა პირობები: 🌚 კომპანიას ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლითაც განხორციელდება მომსახურება; 🌚 უზრუნველვყოფთ საწვავს; 🌚 ავტომანქანის დაზღვევას; 🌚 ცვეთის და მოვლის ხარჯებს; 🌚 ანაზღაურება 1250 ლარი ხელზე ასაღები.