აღწერილობა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. ამჯერად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" მძღოლის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: ✍ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საჭიროებების დაზუსტება და დღის მარშრუტის მონახაზის შედგენა; ✍ სხვადასხვა გზავნილების (ხელშეკრულებების, სატენდერო დოკუმენტაციის, საოფისე ინვენტარის, ნაწილების და სხვა) დადგენილ მისამართებზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ადრესატისთვის შეთანხმებული წესის შესაბამისად გადაცემა; ✍ ნაწილების მიმართულებასთან აქტიური კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ნაწილის შესყიდვის უზრუნველყოფა; ✍ ავტონაწილებისა და სერვისთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების მოძიება და შესყიდვა მოლაპარაკებული პირობების შესაბამისად; ✍ შეძენილი საქონლის და მიღებული მომსახურების ხარისხის ადგილზე გაკონტროლება; ✍ შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვნისა და შესაბამის სამსახურთან ჩაბარების უზრუნველყოფა; ✍ საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების ან VIP სტუმართა დახვედრისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ✍ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
