მძღოლი/ასისტენტი - " საქართველოს ამბები "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2500 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ასისტენტის პოზიციაზე. ხელფასი 2500 ლარი. ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით. ძირითადი მოვალეობები: ✍ კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ✍ ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ✍ ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა; ✍ საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება; ✍ საქართველოს ამბების გადამღები ჯგუფის და პროექტის კოორდინატორის დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 ავტომობილის მართვის B კატეგორია;

განათლება

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მართვის მოწმობის ასლი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მაისი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. "საქართველოს ამბები" (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბებს" ეკუთვნის "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. "მთის ამბები" ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2500 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌚 ავტომობილის მართვის B კატეგორია; 🌚 ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარები (აუცილებელია); 🌚 სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა); 🌚 მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია); 🌚 კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;