აღწერილობა
კომპანია "RIDGID GLOBAL" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის/ქოლცენტრის ოპერატორის თაობაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაცია: ✍ განაკვეთი: სრული, 10:30-18:30 ✍ ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომში ✍ ანაზღაურება: 1200-2500 ლარი
