აღწერილობა
კომპანია "ბელმარტი" - 15 წელია ეწევა პრემიუმ ხარისხის სასურსათო პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და პროდუქტების მაღალი ხარისხის სტანდარტს. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას. პოზიციის დასახელება: ოპერატორი ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, სპირიდონ კედიას #15 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი კონკურსის ფორმა: გასაუბრება სამუშაო განაკვეთი: ✍ ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით : 09:00-17:00 ✍ კვირა დასვენების დღე ანაზღაურება: საწყისი 1300 ლარი, სამი თვის შემდეგ 1500 ლარი.
