შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
"კორპორაცია ქართული ღვინო" დაარსდა 1999 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდებს: http://www.cgw.ge/ | https://www.facebook.com/CGW.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ ორგანიზებულობა
✓ ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი
განათლება
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
🌘 უმაღლესი განათლება;
🌘 ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
🌘 საოფისე პროგრამების ცოდნა;
🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 აგვისტო, 2025 წ.
გისურვებთ წარმატებას!
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
0-100
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი ვალდებულებები:
🌚 კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის მართვა: შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება, დაარქივება და კონტროლი;
🌚 ოფიციალური წერილების, მოთხოვნების, ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება;
🌚 კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
🌚 სატელეფონო ზარებზე პასუხი;
🌚 კომპანიაში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო აღწერილობების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
🌚 თათბირებისა და დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მონაწილეებისთვის დროის და დღის წესრიგის გაცნობა);
🌚 შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
🌚 თანამშრომლებისა და დირექტორატის მივლინებების ორგანიზება: სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება, თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა;
🌚 თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებების, დაზღვევის პოლისების მართვა;
🌚 კომპანიის მომარაგება ტექნიკური, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით. მათი მიღება, კონტროლი, შენახვა და გაცემა;
🌚 საოფისე ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების მდგომარეობის კონტროლი. რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა პრობლემის აღმოსაფხვრელად;
🌚 ოფისის ინტერიერის და ექსტერიერის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
🌚 ჯანმრთელობის, ქონების, ავტომობილების და ბიზნესის უწყვეტობის დაზღვევა;
🌚 საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.