აღწერილობა
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება-გადამისამართება. ✍ კომპანიიდან გასაგზავნი და შემოსული კორესპონდენციის მომზადება, გაგზავნა, გადამისამართება. ✍ კომპანიაში სტუმრის მიღება, გამასპინძლება, გასტუმრება. ✍ შეხვედრების ოთახის მომზადება და სტუმრის მისაღებად მოწესრიგება. ✍ თანამშრომლებისთვის რეპორტების დაბეჭდვა-აკინძვა, მომზადება. ✍ კომპანიისთვის შეკვეთების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების დროული და სწორი მონიტორინგი-კონტროლი. ✍ ყოველთვიურად ბოლტის ინვოისების შემოწმება და დასადასტურებლად ხელმძღვანელთან გადაგზავნა. ✍ თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა. ✍ ხელმძღვანელის მითითებით კანდიდატების გასაუბრებაზე/ტესტირებაზე დაბარება. ✍ კომპანიის ტექნიკურ პერსონალთან გამართული და დროული კომუნიკაცია. ✍ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება. ✍ უშუალო ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებული მითითებების შესრულება. რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე.
