პაციენტთა კოორდინატორი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000-1500
დარეკე ახლა

აღწერილობა

შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს. კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა. "ჰერა 2011" - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმაყოფილების უწყვეტი ზრდაა. სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით, ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება. შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ✍ ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1 ✍ გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; ✍ სამუშაო საათები: დაწყება 09:30 დასრულება 17:00 ✍ ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1375 ლარი;


პროფილის ინფორმაცია

უნარები

ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სამედიცინო ან ჰუმანიტარული მიმართულებით პრიორიტეტულია); 🌘 სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 🌘 უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული) 🌘 კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; 🌘 ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 🌘 კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000-1500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 🌚 პაციენტების დახვედრა და პირველადი დაკვალიანება; 🌚 პაციენტთა საჭიროებების გარკვევა და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; 🌚 ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისებისა და მომსახურების შესახებ; 🌚 ეფექტური კომუნიკაცია როგორც პაციენტებთან, ისე კლინიკის შიდა პერსონალთან; 🌚 რიგების მართვა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა ფოიეში.