პრისეილერი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-100
დარეკე ახლა

აღწერილობა

სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია "ფეთვერსი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. საქმიანობის დასაწყისიდან "ფეთვერსი" საქართველოში წარმოადგენს ცხოველების ჰიპერპრემიუმ კლასის საკვების იტალიურ ბრენდს, Farmina, რომელმაც მალევე მოიპოვა ჩვენი ოთფეხა მეგობრების სიყვარული. 2024 წლიდან "ფეთვერსის" ბრენდების პროფილში Farmina-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის გარდა, გამოჩნდა ბელგიური პრემიუმ კლასის აქსესუარებისა და ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი M-Pets. კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, 2024 წლიდან, თბილისში, კოსტავას #71-ში, "ფეთვერსის" შოურუმი გაიხსნა, იზრდება სადისტრიბუციო ქსელი, პარტნიორი მაღაზიებისა და ბრენდების რიცხვიც. ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე. სახელფასო ბიუჯეტი: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.. პირობები და ბენეფიტები: ✍ სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება); ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კორპორატიული ნომერი


პროფილის ინფორმაცია

უნარები

დროის ეფექტურად მართვის უნარი

განათლება

მოთხოვნები: 🌘 სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 🌘 მართვის მოწმობა B კატეგორია; 🌘 საკუთარი ავტომობილი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე contact@petverse.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Petverse`-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.petverse.ge

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-100

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა თბილისსა და რეგიონებში; 🌚 მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან; 🌚 ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა; 🌚 გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; 🌚 კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება; 🌚 სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 🌚 სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; 🌚 დებიტორების კონტროლი და ანალიზი; 🌚 ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება; 🌚 დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება; 🌚 უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.