აღწერილობა
სრული განაკვეთი 800 + ბონუსი ვაკანსიაზე გამოხმაურება ელ. ფოსტა: hr@finhub.ge „ფინჰაბ ჯორჯია“ წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში. კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით. ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია - ერთად ვსწავლობთ, ვმოქმედებთ და ვვითარდებით. „ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის კოორდინატორი პოზიციაზე.
