პრობლემური აქტივების მართვის კოორდინატორი - "ფინჰაბ ჯორჯია"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

სრული განაკვეთი 800 + ბონუსი ვაკანსიაზე გამოხმაურება ელ. ფოსტა: hr@finhub.ge „ფინჰაბ ჯორჯია“ წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში. კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით. ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია - ერთად ვსწავლობთ, ვმოქმედებთ და ვვითარდებით. „ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის კოორდინატორი პოზიციაზე.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაცია;

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@finhub.ge 2025 წლის 23 მაისამდე. https://www.finhub.ge/ka

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარი) ძირითადი მოვალეობები: ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება; დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია, მათთვის მორიგების პირობების და სასურველი გადახდის გრაფიკის შეთავაზება; პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტებზე სიარული; მსესხებლებთან (დებიტორებთან) ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმება და გადახდების კონტროლი; ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა.