აღწერილობა
"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად "MS holding" გეძებს შენ პროდუქციის შემმოწმებლის პოზიციაზე
