აღწერილობა
"სერვის ისტ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "სერვის ისტ საქართველო" გერმანული კრონესის შვილობილი კომპანია საქართველოში ახორციელებს სასმელების, კვების, სამედიცინო და ქიმიური მრეწველობის მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, აწყობას, შეკეთებას და მომსახურებას. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა წყლის, ლუდის, წვენების, ზეთის, ღვინის, რძის და სხვადასხვა კონსისტენციის მასალების ჩამოსასხმელი ხაზების მონტაჟი, მოდერნიზაცია, კაპიტალური რემონტი და შეკეთება. სერვის ისტ საქართველო გახლავთ საწარმოო დანადგარების გერმანული გიგანტის - "Krones AG" ექსკლუზიური პარტნიორი რეგიონში. მეტი ინფორმაცია სერვის ისტ საქართველოს შესახებ: http://www.service-east.com მეტი ინფორმაცია კრონეს გერმანიის შესახებ: http://www.krones.com საბაზისო მოთხოვნა: ✍ ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა, სასურველია რუსული და გერმანული ენების საბაზისო დონეზე ფლობა. ✍ საოფისე პროგრამებისა და კორპორაციული საკომუნიკაციო არხების მაღალ დონეზე ფლობა ✍ საქმიანი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ან/და გერმანულ ენაზე ხელფასი: 800 ევრო ხელზე ასაღები თანხა სამუშაო ადგილი: გურამ ფანჯიკიძის 22, თბილისი, საქართველო. სამუშაო საათები: ორშ-პარ 10:00-18:00
