პროექტის მენეჯერი - ლურჯი ოკეანე - " გამომცემლობა პალიტრა L "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია გამომცემლობა "პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას "ლურჯი ოკეანის" პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. "ლურჯი ოკეანის" არსებობის მიზანი ქვეყანაში ბიზნეს განათლების ხელშეწყობაა. ჩვენი გუნდი ამაყობს მსოფლიო დონის 80-ზე მეტი ავტორის 120-ზე მეტი წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემით, მკითხველთან დაკავშირებული ემოციებითა და მათგან მიღებული დადებითი უკუკავშირით. "ლურჯი ოკეანის" გუნდში პროექტის მენეჯერს ვეძებთ.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Facebook, Instagram, LinkdIn, Instagram YouTube

განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, ელფოსტაზე: vacancy@palitra.ge გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე, სამი წიგნი, რომელსაც ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში გამოსცემდი და მაქსიმუმ 200 სიტყვიანი პასუხი კითხვაზე - რა როლს ასრულებს ბიზნესლიტერატურა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში? სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30-18:30სთ; ადგილმდებარეობა: პალიტრა მედია, თ. იოსებიძის ქუჩა #49. 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

საქმიანობის აღწერა: 🌚 გამოცემების რეალიზაციის მონიტორინგის, წამყვანი უცხოელი ავტორების სიახლეებისა და საერთაშორისო საგამომცემლო სიახლეების გაცნობის შედეგად ქართული ბაზრისთვის შესაფერისი წიგნების შერჩევა და საგამომცემლო წლის დაგეგმვა; 🌚 საავტორო უფლებების მოპოვება, პირობების შეთანხმება; 🌚 საგამომცემლო პროცესის მართვა - მთარგმნელებთან, რედაქტორთან და სარედაქციო ჯგუფთან კომუნიკაცია, ხარისხისა და ვადების კონტროლი; 🌚 სარედაქციო პროცესში ჩართული პირებისთვის/პარტნიორებისთვის შესაბამისი კონტრაქტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ჰოლდინგის იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით; 🌚 წიგნის პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების, თემატური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში, მარკეტინგის გუნდის ჩართულობის უზრუნველყოფა); 🌚 სოც.მედია კომუნიკაციის დაგეგმვა და შესრულება (Facebook, Instagram, LinkdIn); Instagram გვერდის / YouTube არხის განვითარება; 🌚 გამოცემის ქსელში გასვლის შემდგომი რეალიზაციის ზედამხედველობა/მონიტორინგი გავრცელების არხების ჭრილში და ნაშთების კონტროლი გაყიდვების სამსახურთან ერთად; 🌚 საერთაშორისო წიგნის ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, უცხოელ გამომცემლებთან/ავტორებთან/სტამბებთან შეხვედრა, კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა; 🌚 მომხმარებელთან და მომწოდებელთან ურთიერთობების განვითარება და შესაბამის პროდუქტზე პრეზენტაციების მომზადება/ჩატარება; არსებული პროდუქტის განვითარება/ სიახლეების ინიცირება; 🌚 პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საკითხების შეთანხმება კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან; 🌚 ფინანსური დეპარტამენტისათვის ამოცანების დასმა და შესაბამისი ანგარიშების ანალიტიკა; 🌚 კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.