აღწერილობა
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: მოსკოვის გამზირი, იარაჯულის 3 და წერეთელი, აგლაძის 87 გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა დიასახლისის დონეზე, დანარჩენს ჩვენ შეგასწავლით ადგილზე. სამუშაო პირობები: ✍ სამუშაო საათები: 08:00-16:00 სთ კვირაში 6 დღე ან 08:00-20:00 დღეგამოშვებით ✍ ანაზღაურება: 1000-1200₾ + პროცენტი გაყიდვებიდან (ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე).
