რეალიზაციის კოორდინატორი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1500-2000
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office

განათლება

ძირითადი კომპეტენციები: 🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია); 🌘 საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 🌘 პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა; 🌘 ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 🌘 დროის მართვის უნარი; 🌘 სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1500-2000

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება; 🌚 კონკრეტულ ფილიალებზე მიმაგრებული კურიერებისთვის შეკვეთების სწორი განაწილება; 🌚 სწორი პროგრამული აღრიცხვა; 🌚 მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია; 🌚 მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით; 🌚 სალაროსთან მუშაობა; 🌚 მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი; 🌚 მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა; 🌚 სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა; 🌚 მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა; 🌚 საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალების შესრულება