აღწერილობა
შპს "ინდეკო" წარმოადგენს საინვესტიციო დეველოპერულ კომპანიას. იგი დაფუძნდა 2007 წელს და მას შემდგომ პერიოდში კომპანიამ განახორციელა პროექტები ბინათმშენებლობის, საოფისე შენობების და სასტუმრო სექტორებში. ამჟამად კომპანია აგრძელებს ინვესტირებას ხსენებულ სექტორებში და ახორციელებს რამდენიმე პროექტს. სასტუმრო ობიექტების პროცესების უკეთესად მართვისთვის კომპანიამ დააფუძნა შპს "ინდეკო ჰოსფითალითი". ვაკანსიის დასახელება: რესტორნის ზედამხედველი მდებარეობა: Blue Fox, ძველი თბილისი რესტორნის ზედამხედველმა უნდა უზრუნველყოს: რესტორნის გამართულად ფუნქციონირება, სტუმრებისთვის სწრაფი, ეფექტური, მეგობრული, პროფესიონალური მომსახურება და სწრაფად განსაზღვროს სტუმრის საჭიროებები. მან უნდა აკონტროლოს მენეჯერის მიერ გაწერილი ცვლები. ძირითადი მოვალეობები: ✍ სტუმრების მიღებამდე უზრუნველყოს ყველა არსებული მოვალეობის შესრულება და რესტორნის მოწესრიგება (AM/PM check list-ის შემოწმება). ✍ შეამოწმოს, ცვლაში არსებული ყველა თანამშრომელი და საჭიროების შემთხვევაში იპოვოს შესაბამისი შემცვლელი. ✍ რეგულარულად დააკვირდეს საკვებისა და სასმლის მომსახურებას, კომპანიის "მომსახურების თანმიმდევრობის" შესაბამისად ✍ ბართან და სამზარეულოსთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს პროდუქტის ხელმისაწვდომობას და მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურე პერსონალს ✍ დაეხმაროს მენეჯმენტს გაყიდვების მიზნების მიღწევაში ✍ სწორად შეავსოს ცვლის საათები, რეპორტები და სხვა დოკუმენტები. ✍ გაუმკლავდეს სტუმრების საჩივრებს კომპანიის პოლიტიკის მიხედვით ✍ პერსონალს მისცეს მოტივაცია, დაატრენინგოს და ყურადღება მიაქციოს მათ მოთხოვნებს. ✍ ყურადღება მიაქციოს ცვლის დასრულებას და დარწმუნდეს, რომ რესტორანი მზადაა შემდეგი ცვლისთვის ✍ გაანალიზოს ბიზნესის ტენდენციები და მუდმივად ეცადოს მის გაუმჯობესებას. ✍ წარმოადგინოს რესტორანი ღირსეულად ✍ სამსახურში ყოფნისას შეინარჩუნოს პროფესიონალიზმი და დაიცვას გარეგანი ესთეტიურობა ✍ შეასრულოს სხვა მენეჯერის მიერ მინიჭებული ერთჯერადი დავალებები.
