რეცეფციონისტი - ყვარელი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-100
დარეკე ახლა

აღწერილობა

სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს. სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს. გამოიყენეთ შანსი და გახდით "ყვარლის ტბის" წარმატებული ისტორიის ნაწილი! ვაკანსია: რეცეფციონისტი სამუშაო ადგილი - ქ.ყვარელი სამუშაო გრაფიკი - დინამიური (დღის და ღამის ცვლები); სასტუმრო ყვარლის ტბა ეძებს კომუნიკაბელურ და მომსახურებაზე ორიენტირებულ რეცეფციონისტს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ✍ კომფორტულ სამუშაო გარემოს; ✍ სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას; ✍ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ✍ თანამშრომლობას დინამიურ და მეგობრულ გუნდთან; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას; ✍ საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ტრანსპორტირებას.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
Fidelio

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 🌘 პროგრამა Fidelio - ში მუშაობის გამოცდილება; 🌘 უცხო ენების ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-100

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება; 🌚 სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა; 🌚 სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ფასებისა და სასტუმროში არსებული სხვა აქტივობების შეახებ; 🌚 შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, სოც. ქსელებიდან შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი - შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; 🌚 სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; 🌚 სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; 🌚 ოთახების სტატუსის და სათანადო მდგომარეობის კონტროლი.