საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-100
დარეკე ახლა

აღწერილობა

"GM PHARMA" (GM Pharmaceuticals LTD) წარმოადგენს 25-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA 2017 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პირველობას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. ვამაყობთ 650-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი). "GM PHARMA" აცხადებს ვაკანსიას საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 - 18:00 ჩვენ გთავაზობთ: ✍ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას ✍ კონკურენტულ, ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას ✍ სოციალურ პაკეტს (სატელეფონო და მგზავრობის ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Excel
Word

განათლება

საჭირო განათლება და კვალიფიკაცია: 🌘 განათლება: საშუალო ან უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ლოგისტიკის, მენეჯმენტის ან რელევანტურ სფეროში განათლება); 🌘 ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა; 🌘 კომპიუტერული უნარები: Excel, Word პროგრამების ცოდნა სამუშაო დონეზე; 🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; 🌘 საბაჟო კოდექსისა და შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-100

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 საბაჟო ტერმინალებიდან ინფორმაციების მოძიება ტვირთების მოძრაობის შესახებ; 🌚 პროდუქციის განბაჟებისთვის წინასწარი პირობების შეთანხმება; 🌚 პროდუქციისთვის საბაჟო კოდების მინიჭება; 🌚 დეკლარაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა; 🌚 საბაჟო სამსახურთან ურთიერთობა, შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა; 🌚 პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და განბაჟებული ტვირთის გადაბარების უზრუნველყოფა ადრესატზე;