აღწერილობა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საინფორმაციო ოფიცერი. სამუშაო ადგილი: ბათუმი ფილიალები: ბათუმი 1-ის ფილიალი ვაკანსიის რაოდენობა: 1 განაკვეთი: სრული გინდა კარიერა წამყვან კომპანიაში დაიწყო? "კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ახლა დგამ კარიერულ ნაბიჯებს და არ გაქვს სამუშაო გამოცდილება გეძლევა შანსი, გახდე საუკეთესო გუნდის წევრი, რომელიც გთავაზობს კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობებს! ჩვენ ვეძებთ საინფორმაციო ოფიცერს, რომელიც იქნება კომპანიის ის წარმომადგენელი, ვისაც ჩვენი მომხმარებელი ფილიალში შესვლისას პირველი ხვდება. ეს პოზიცია არის შენი კარიერული გზის დასაწყისი საბანკო სფეროში
