აღწერილობა
სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა. ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას წალკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლის რეგიონი, წალკის მუნიციპალიტეტი, ქ. წალკა ანაზღაურება: 1700 ლარი (net) სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ფუნქცია-მოვალეობები: ✍ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) თანამშრომელთა ხელმძღვანელობა, შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა, მიმდინარეობის კოორდინაცია და შესრულების კონტროლი. ✍ ცენტრის თანამშრომლებს შორის შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება, შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი. ✍ გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. ✍ ხელმძღვანელობის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადება. ✍ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა, კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. ✍ მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ პირებთან სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელება. ✍ საველე და საოფისე შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა. ✍ დარგობრივი (თეორიული და პრაქტიკული) რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით. ✍ ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. ✍ სამუშაო შეხვედრების მოწყობა, მათში მონაწილეობა, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა. ✍ მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა. ✍ ცენტრში შემოსული კორესპონდენციის მართვა, მატერიალური და ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა. ✍ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. ✍ სააგენტოს პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ მოსახლეობასთან სისტემატიური საინფორმაციო სახის შეხვედრების მოწყობა და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა. ✍ ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის, პროდუქტების წარმოების რაოდენობის შესახებ და სხვ. მოძიების, შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და შესაბამისი პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა. ✍ საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
