საკრედიტო ოფიცერი - ქუთაისი - " კრისტალი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი ფილიალი: ქუთაისის ფილიალი (მისამართი) ვაკანსიის რაოდენობა: 1 განაკვეთი: სრული "კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. "კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. ჩვენ გთავაზობთ: ✍ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას ✍ მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 🏅 ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 🏅 გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

განათლება

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა; 🌚 პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 🌚 არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 🌚 განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; 🌚 მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 🌚 სესხის უზრუნველყოფის შეფასება; 🌚 დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; 🌚 მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; 🌚 გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი; 🌚 მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი; 🌚 ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა; 🌚 საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.