სამშენებლო ობიექტის მენეჯერი - " აპარტ გრუპი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

სამშენებლო დეველოპერული კომპანია "აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office
ERP

განათლება

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არაუგვიანეს 2025 წლის 2 ივნისისა. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო ობიექტის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც. დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 ობიექტზე სამუშაოებისათვის საჭირო მასალებისა და ინსტრუმენტების მოთხოვნა და გამოწერა ელექტრონულად 🌚 მიღებული მასალებისა და ინსტრუმენტების მითვლა, მიღების დადასტურება და შესაბამის სამუშაოთა მწარმოებლებზე გადაწერა. 🌚 ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების პროექტის შესაბამისად წარმოების უზრუნველყოფა 🌚 ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და სამუშაოების განაწილება შესაბამისად 🌚 შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიურად განწესების შედგენა და წარდგენა ტექნიკური განყოფილებაში, ბუღალტერიაში. 🌚 პერსონალის სახელფასო ტაბელის შედგენა, გასაცემი ხელფასების დათვლა წინასწარ გაწერილი კოეფიციენტების შესაბამისად 🌚 მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების/ქვეკონტრაქტორების სამუშაოების ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ჩაბარება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება ყოველთვიურად დადგენილი ვადების დაცვით და წარდგენა შესაბამისად 🌚 პერსონალის, მათ შორის მომსახურების ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალის მოძრაობის აღრიცხვა, დროის მართვა და გადანაწილება 🌚 მიღებული, გათავისუფლებული და გადაადგილებული პერსონალის დოკუმენტაციის მოგროვება და კომუნიკაცია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში