სამშენებლო პროექტების მენეჯერი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

5000-5500
დარეკე ახლა

აღწერილობა

სამშენებლო კომპანია "მარშალ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ზვიად გამსახურდიას N106 გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- დან 19:00- მდე


პროფილის ინფორმაცია

უნარები

AutoCAD
ArchiCAD
Microsoft Suit

განათლება

ძირითადი მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სავალდებულოა) 🌘 მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის 🌘 პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad); 🌘 უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული); 🌘 გუნდის მართვის უნარი; 🌘 პროექტის მართვის ცოდნა და უნარი; 🌘 სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი; 🌘 ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი; 🌘 სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

5000-5500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 სამშენებლო პროექტის პროცესის წარმართვა; 🌚 პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება; 🌚 კონკრეტული პროექტისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება; 🌚 გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა; 🌚 დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა; 🌚 პროექტში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, პროექტში ჩართულ მხარეებთან დეტალურად გავლა, დასაბუთება, ცვლილების დადასტურება და შესაბამისი ზომების მიღება; 🌚 პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება; 🌚 პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა; 🌚 სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება; 🌚 საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება; 🌚 შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა; 🌚 პროექტთან დაკავშირებული ყველა სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება / დაქვემდებარებული პირის მიერ წარმოებულის სისწორის კონტროლი; (ფორმა # 2; ფარული აქტები; სასაწყობო ნაშთები; გეოდეზიური აქტები; ნებისმიერი სამშენებლო დოკუმენტაცია) 🌚 პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა; 🌚 ყოველკვირეული რეპორტის მომზადება;