აღწერილობა
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება. ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ✍ მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას; ✍ კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ✍ კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ✍ კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ✍ სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას; ✍ Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას; ✍ შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს; ✍ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე. სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე
