აღწერილობა
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ძირითადი მოვალეობები: ✍ საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული სავაჭრო წარმომადგენლების ჩანაცვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ✍ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება ✍ სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი სისტემაში ასახვა ✍ კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი ✍ კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით ✍ გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა ✍ ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა
