აღწერილობა
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; ✍ სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ✍ სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ✍ შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ✍ სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ✍ სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ✍ სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ✍ სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); ✍ სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა; ✍ სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
