აღწერილობა
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - სასტუმრო ბოდბე აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: კახეთი, ბოდბე. განაკვეთი: სრული სასტუმროს შესახებ: სასტუმრო ბოდბე არის ქართული ბრენდის, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო ქ. სიღნაღში . სასტუმრო გაიხსნა 2024 წლის 20 ოქტომბერს. სატუმრო "ბოდბეში" თავმოყრილია 4 კატეგორიის 132 ოთახი, განსხვავებული კონცეფციის ბარები და რესტორნები - როგორც ქართული ასევე საერთაშორისო სამზარეულოთი; ღონისძიებების მასშტაბური სივრცე; სპა და ველნესი - საპროცედურო ოთახებით - შიდა და გარე აუზებით; პოზიციის შესახებ: სასტუმროს გრძელვადიანი და მდგრადი წარმატების მიღწევის უზრუნველყოფა სასტუმროს მისიის მაღალი ხარისხით აღსრულებისა და სტრატეგიული ამოცანების მაღალ დონეზე გადაჭრის სახით, უშუალოდ სასტუმროს და დაქვემდებარებული ერთეულების ეფექტიანი მართვის გზით.
