აღწერილობა
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს! "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ბლუ უოთერსი ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს. რას გთავაზობთ: ✍ ანაზღაურება: 3000 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები, საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი) ✍ კარიერული ზრდის შესაძლებლობა ✍ შიდა სასწავლო სისტემა ✍ სატელეფონო ლიმიტი ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა
