აღწერილობა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქიში" ვეძებთ სატელეფონო ცენტრის ოპერატორს და მისი ფუნქციები იქნება: ✍ შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება, სტანდარტების დაცვით; ✍ სოციალურ ქსელებში მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე დროული რეაგირება; ✍ არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით; ✍ მომხმარებლის მიერ მოწოდებული კითხვების/საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება); ✍ მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში; ✍ არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა; ✍ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; ✍ დავალების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება და ადრესატებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სკრიპტის შესაბამისად.
