აღწერილობა
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში! ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, თბილ და პოზიტიურ საუზმის შეფს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს. თუ გიყვართ გემრიელი საუზმის მომზადება, გსურთ სტუმრებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და მჭიდროდ ითანამშრომლოთ პროფესიონალ გუნდთან — ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის! სამუშაო აღწერილობა საუზმის შეფი პასუხისმგებელია დილის სამზარეულოს საოპერაციო საქმიანობის მართვასა და საუზმის სტანდარტების დაცვაზე. მონაწილეობს საუზმის დროულად და ხარისხიანად მომზადებაში, თანამშრომლობს გუნდთან და ზრუნავს სტუმრებისთვის თბილი და კომფორტული გარემოს შექმნაზე. საჭიროების შემთხვევაში ერთვება სამზარეულოს სრული ოპერაციების მხარდაჭერაში. პოზიცია ექვემდებარება საოპერაციო სუპერვაიზერს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტუმრების პოზიტიური გამოცდილების შექმნაში.
