საქმეთა მწარმოებელი - " Tesen Constraction "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

"Tesen Constraction" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე. კომპანიის შესახებ "Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. "Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", "Tesen Logistics", "Tesen Trade" და "Tesen Production". თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია. სამუშაო პირობები: სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ ადგილმდებარეობა - თბილისი და აბასთუმანი


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Word
Excel

განათლება

ჩვენ გთავაზობთ: 🌘 ჯანმრთელობის დაზღვევას 🌘 კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით 🌘 კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს 🌘 კვება 🌘 სწავლის დაფინანსებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება და პროექტის მენეჯერისათვის/საიტ მენეჯერისთვის აღწერილობის მიწოდება; 🌚 პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა მისი პროფილის შესაბამისად; 🌚 შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, მობილური ჯგუფების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან; 🌚 სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება; 🌚 მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა; 🌚 პროექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა; 🌚 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელი პირების საქმის კურსში ჩაყენება, რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება; 🌚 სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური რეპორტის მომზადება და ტექნიკური განყოფილებისთვის მიწოდება;