აღწერილობა
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი! სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საკრედიტო რისკების დეპარტამენტში, საცალო სესხების რისკ მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2 სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (კვირის განმავლობაში დასვენების დღეები არასტანდარტულად, შაბათს ან კვირას მორიგეობით) დამატებითი ბენეფიტები: ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა ✍ სასიამოვნო სამუშაო გარემო. პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები: ✍ სასესხო განაცხადების განხილვა და საკუთარ ლიმიტში გადაწყვეტილებების მიღება. ✍ პროექტებზე დასკვნების მომზადება და კომიტეტისთვის წარდგენა ✍ საჭიროების შემთხვევებში საკრედიტო კომიტეტებში მონაწილეობის მიღება ✍ მონაწილეობა სესხების მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგში ✍ პორტფელის ანალიზი და სქორინგში ცვლილებების შეტანაში მონაწილეობის მიღება ✍ პოზიციიდან გამომდინარე სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად
