აღწერილობა
კომპანია "ლუქსარტი" - "L`Occitane Group"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე. L`Occitane Group"-ი წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელია სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში. "L`Occitane Group"-ის პორტფოლიოში, რომელიც აქცენტს აკეთებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე, შედის შემდეგი პრემიუმ სილამაზის ბრენდები: L`Occitane en Provence, Melvita, Erborian, ELEMIS, Sol de Janeiro და სხვა. ბუნებასთან დაახლოებული ხედვითა და მეწარმეული სულისკვეთებით, "ლოქსიტან ჯგუფი" ერთგულად დებს რესურსს საზოგადოებრივ გაერთიანებებში, ბიომრავალფეროვნებაში, ნარჩენების შემცირებასა და ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებში უკეთესი და უფრო ჯანსაღი პლანეტის შესაქმნელად. "L`Occitane en Provence" საქართველოში წარმოდგენილია 2012 წლიდან. "ლოქსიტანის" ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ. თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, "სითი მოლსა" და "გალერეა თბილისში". ჩვენი მიზანია ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ✍ ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო; ✍ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ✍ კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; ✍ სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა; ✍ "ვაკის საცურაო აუზის" აბონემენტი; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კორპორატიული ნომერი და ბალანსი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #8; ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან 1300 ლარამდე; სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
