აღწერილობა
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია. ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში. სამუშაო აღწერილობა: ✍ ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა - საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის გადატანა ხელით ან დამხმარე მოწყობილობებით. ✍ მასალებისა და ინვენტარის მოვლა - საწყობში არსებული ინვენტარის, შეფუთვის მასალების და სხვა რესურსების მართვა. ✍ უსაფრთხოების წესების დაცვა - საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო რისკები. ✍ საწყობის მოწესრიგება - სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში.
