აღწერილობა
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება. სამუშაო პირობები: ✍ გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00:18:00 სთ; ✍ სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა; ✍ ანაზღაურება: ყოველთვიური, შეთანხმდება ინდივიდუალურად ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ✍ მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას; ✍ კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ✍ კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ✍ სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას; ✍ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ✍ შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს; ✍ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე. სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო ობიექტზე საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე
