აღწერილობა
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ საწყობთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი: ✍ პროდუქციის მიღება- განთავსება; ✍ მიღებული პროდუქციის აღწერა/კონტროლი; ✍ პროდუქციის ვადების კონტროლი; ✍ ნაშთის კონტროლი; ✍ დაბრუნებული პროდუქციის კონტროლი; ✍ ჩამოსაწერი პროდუქციის კონტროლი; ✍ საწყობში უსაფრთხოების ნორმებისა და სრული წესრიგის დაცვა; ✍ შიდა ლოგისტიკის ორგანიზება/კონტროლი - ფილიალებში, კლინიკებსა და მომხმარებლებთან პროდუქციის მიტანის/წამოღების უზრუნველყოფა; ✍ არსებული პროცედურების ანალიზი, ფიზიკური და სისტემური პროცესების რეგულარული მონიტორინგი და მათ სრულყოფაზე მუშაობა; ✍ ახალი პროცესებისა და პროცედურების შემუშავება/დანერგვა; ✍ სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სასაწყობე პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ✍ გუნდის მართვა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა; ✍ მხარდაჭერა სისტემის განახლებაში, განახლებების ტესტირებასა და მიგრაციაში; ✍ კომპანიის საოპერაციო სისტემაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონაცემების ამოღება და დამუშავება; ✍ საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და შეფასება; ✍ რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე.
