სერვის ცენტრის დირექტორი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2500-3000
დარეკე ახლა

აღწერილობა

შპს "მატექს ჯორჯია" - "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (მივლინებები: ბათუმი, ქუთაისი) გრაფიკი: სრული - კვირაში 6 დღე (ორშ-პარ 10:00-18:00; შაბ 10:00-13:00; 1 სთ შესვენება) ანაზღაურება: ფიქსირებული 3000 ლარი (დარიცხვის შემდგომ აკლდება 2% საპენსიო)


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Excel
ERP

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სერვის ცენტრის დირექტორმა უნდა: 🌘 ჰქონდეს მინიმუმ 2-5 წლიანი გამოცდილება სერვისის ან ტექნიკის მართვაში (ელექტროტექნიკა უპირატესობაა); 🌘 იცოდეს თურქული ენა სამუშაო დონეზე (წერა/კითხვა/ლაპარაკი); 🌘 ფლობდეს გუნდის მართვის და პროცესების ორგანიზების უნარს მრავალ ლოკაციაზე; 🌘 ფლობდეს საბაზო ცოდნას Excel/ERP პროგრამებში; 🌘 ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2500-3000

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ვალდებულებები: სერვის ცენტრის დირექტორი ვალდებულია: 🌚 უხელმძღვანელოს სერვის-ცენტრებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში; 🌚 გააცნოს დღის ამოცანები ტექნიკურ ჯგუფებს, გააკონტროლოს მათი შესრულება და ჯგუფების დისციპლინა; 🌚 უზრუნველყოს სერვისის ხარისხი და მომხმარებელთა დროული მომსახურება; 🌚 ითანამშრომლოს საწყობთან და ლოგისტიკასთან: აკონტროლოს ნაწილების მარაგი, დაბრუნებები და დოკუმენტაცია; 🌚 განახორციელოს თურქეთიდან შეკვეთები: აწარმოოს მიწერ-მოწერა, ფასების შეთანხმება, ინვოისების შედგენა და ტრანსპორტირების ორგანიზება; 🌚 მოამზადოს თვიური ანგარიშები კომპანიის მენეჯმენტისთვის.