აღწერილობა
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს. ძირითადი მოვალეობები: ✍ სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა; ✍ სალაროსთან მუშაობა; ✍ ნაყინების გაყიდვა; ✍ ცივი და ცხელი სასმელების მომზადება; ✍ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ადგილას. ძირითადი მოთხოვნები: ✍ გამართული მეტყველება ქართულ ენაზე; ✍ ენერგიული და შრომისმოყვარე; ✍ სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ჩვენი პირობები: ✍ სრულფასოვანი სტაჟირება (ანაზღაურებადი); ✍ მეგობრული გარემო; ✍ სწავლასთან მორგებული სამუშაო განრიგი; ✍ სტაბილური შემოსავალი+ბონუსები; ✍ განვითარება და კარიერული ზრდა; ✍ საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hrbatumi@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება, ხოლო მიღებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას.
